პომპეომ მომენტი უნდა გამოიყენოს და საქართველოში ოპოზიციას შეხვდეს – Washington Examiner

ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ის პოლიტიკური კომენტატორი და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ტომ როგანი წერს, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქვეყანაში ორ-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასაც უნდა შეხვდეს.

“სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაიკ პომპეოსგან შეხვედრის შესახებ შეთავაზება არ მიუღიათ. ეს აშშ–ის წარმომადგენლების წინა ვიზიტების ფონზე, ნამდვილი ნაპრალია, საქართველოში საარჩევნო არეულობის პრობლემას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, რაც პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას დემოკრატიიდან შორს ყოფნაზე მიუთითებს.” – წერს როგანი.

ის სტატიაში აცხადებს, რომ ამჟამად ყველაზე საგანგაშო საკითხი 31 ოქტომბრის სადავო არჩევნებია, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

“მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კვლევებით ქართულ ოცნებას სტაბილური უპირატესობა ჰქონდა, არჩევნების დღეს პარტიამ მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი შედეგები მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შედეგი არ მიიღეს. მათი შეფასებით, საარჩევნო “კარუსელებმა” და ამომრჩეველთა დაშინებამ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რამაც მმართველ პარტიას უსამართლო უპირატესობა მოუპოვა”, – წერს როგანი.

მისი განცხადებით, IRI-ის ანგარიშები ადასტურებს, რომ საარჩევნო უბნებზე ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩევლების საერთო რაოდენობას, ისევე როგორც, მრავალ შემაჯამებელ ოქმში აშკარა იყო გულგრილობა გაყალბების ფაქტების მიმართ.

როგანი ასევე აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებზე დამკვირვებელი სამი მთავარი ორგანიზაციის საჩივრების მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.

იან კელის მხრიდან ოპოზიციასთან არშეხვედრას შეცდომად აფასებს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 54
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 51
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, იყო, არ, რომ
  • 40
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 39
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ