უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას იგი მხარს უჭერს და ეს საკითხი უკვე დიდი ხანია განიხილება.
„მე აქტიურად დავუჭერ მხარს კულტურის სამინსიტროს გამოყოფას. ეს საკითხი პრეროგატივაა პრემიერის, ჩვენ მისგან ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ამ თემაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და საწინააღმდეგო პოზიცია აქამდე ამ საკითხზე არ მომისმენია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკი ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნებოდა, პარლამენტში როიალს თუ შეიტანდნენ.
„პარლამენტში თუ იქნება როიალი, თუ იქნება საშუალება რომ კულტურის მუშაკები, ბავშვები ხშირად მოდიოდნენ, კარგი იქნება. როიალზე შემსრულებელიც გვყავს და საკმაოდ ნიჭიერი ხალხია პარლამენტში მათ შორის უმცირესობაშიც და თუ სხვა რამეში გამოიჩენენ ნიჭს და არა დესტრუქციაში, კარგი იქნება“,- აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტის ახალი დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ პარლამენტში როიალი შეიტანონ, ის კი დაუკრავს.
„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი“,- ამბობს ბოლქვაძე.
მსგავსი სტატიები
- 89
"რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. "მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ…
- 88
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 88
„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული…
- 88
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციამ "კეთილი უნდა ინებოს" და პარლამენტში შევიდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნისთვის არის ეს ფაქტი ცუდი და მნიშვნელობა არ აქვს - კონკრეტულად გომელაური პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით კომფორტულადაა თუ არა. "ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის. მე ახლა კომფორტულად ვიჯექი შიგნით თუ დისკომფროტს…