„სადაც ჰქონდათ გადასახადები, იქ მოხსნეს და ჩვენ არ გვაქვს ეს გადასახადები. ხშირ შემთხვევაში, სტატისტიკის მაჩვენებლებში თქვენ ნახავთ, რომ მსოფლიოში 105 ქვეყნიდან ჩვენზე ძვირი პური აქვს 102 ქვეყანას. მათ შორის ისეთ ქვეყნებს, რომელებიც აწარმოებენ ხორბალს და მსოფლიოს ამარაგებენ. საქართველოში პური იაფი კი არა, ძალზე იაფია, იმ ტენდენციებთან შედარებით, რაც არის. ამიტომ, მთავრობა ყველაფერს აკვირდება და ფიქრობს სხვადასხვა ღონისძიებებზე. ჯერჯერობთ ეს ტენდენცია სხვა რამესთან შედარებით, არის მდგრადი. ჩვენ ვიცით, რომ გასული წლის შემოდგომაზეც გარკვეული ნაწილი გათავისუფლდა, სრულ საფასო პოლიტიკაზე იყო, ის ნაწილი, ვინც არაქარხნულ პურს აცხობდა. შემდეგ ქარხნული პურისთვისაც ფქვილი გათავისუფლდა, სუბსიდირება აღარ მიეცა. ამიტომ, გარკვეული ფასნამატი იყო და ფასები ჯერჯერობით, ძირითადად შენარჩუნებულია ამ დერეფანში. ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება. მე ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ, საქარხნო პურს, თორემ ჩვენ გვაქვს მაღაზიები და პურის ასორტიმენტი ისეთი, სადაც პურის ზოგიერთი სახეობა 3 ლარი ღირს და ა.შ“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.