ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული ღვაწლისთვის ელგუჯა ცომაიას მადლობას უხდის:
“მხოლოდ საკუთარი მიწიდან დევნილ და გამოგდებულ კაცს შეეძლო მეორე დევნილი და გამოგდებული კაცის იმ დაუოკებელი ჟინის გაგება, რომელიც ყოველგვარ რაციონალურსა და პრაგმატულს ავიწყებინებს ჭკუადამჯდარ ადამიანს და ავანტურისტის ჟინსა და გაბედულებას აძლევს. უმძლავრესი მიზიდულობა აქვს ადგილის დედას; პირდაპირ ქვეცნობიერთანაა კავშირში და ამ მიზიდულობის ძალით გამოწვეულ ირაციონალიზმს ცნობიერის ლოგიკით ვერც ახსნი და არც უნდა ეცადო.
მაგარი კაცია ელგუჯა ცომაია და ჩემი უდიდესი პატივისცემა მას! სინდისის პატიმარია იგი დღეს სინდისისგან გაძარცვულ ქვეყანაში.
დიდი მადლობა, ბატონო ელგუჯა!
მადლობა და ბოდიში!” – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.