დიდი გადაადგილება “ქართულ ოცნებაში” – სანდო წყარო მმართველი პარტიიდან “პირველებს” უყვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ისევ სახლში უშვებენ.
წყარო “ქართული ოცნებიდან” ამტკიცებს, რომ პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ ღარიბაშვილს აკისრებს. ამას ემატება საერთაშორისო სკანდალში გახვევა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
ქარსელაძე ივანიშვილის ნდობით აღჭურვილია პირია და ისიც ღარიბაშვილის მსგავსად მთავრობაში ქართუ ბანკიდან მოიყვანეს.
“ტვ პირველი” დილიდან ცდილობს უმრავლესობის დეპუტატების კომენტარები მოიპოვოს, თუმცა მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ არაფერი იციან.
ეს არის კიდევ ერთი არასერიოზული კამპანია, რასაც თქვენი ე.წ. ტელევიზია აკეთებს”- უთხრა “ტვ პირველის” კორესპოდენტს, ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ქარსელაძეს დადებითად ახასიათებენ და მას პროფესიონალს უწოდებენ:
კითხვას ირაკლი ქარსელაძის გაპრემიერობასთან დაკავშორებით ან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან მოხსნასთან დაკავშირებით, არანაირი ფაქტობრივი წინაპირობა არ აქვს. აქიდან გამომდინარე, ჩემი პასუხიც არ იქნება სერიოზული.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ გუნდში ღარიბაშვილის გადაყენება არ განხილულა.
ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეძლო და ეს ცალკეულ ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა. მათ შორის უმწეოთა დახმარებებიცაა… ეს არის ადამიანი რომელიც იმსახურებს, რომ იყოს პრემიერ მინისტრი”- ამბობს ზარქუა.