მომავალი მერის მოადგილედ ქალის კანდიდატურას განვიხილავთ – თალაკვაძის დაპირება მეორე ტურის წინ

მეორე ტურის წინ ავთანდილ თალაკვაძე ამომრჩევლებს პირდება, რომ მოადგილე ქალი ეყოლება. ამის შესახებ თალაკვაძე მისივე მიმართვაში წერს, რომლითაც მხარდამჭერებს და ოზურგეთელებს მიმართავს:

“ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მეორე ტურისთვის: გავაკეთეთ თითოეული უბნის მიხედვით შედეგების ანალიზი; ჩავატარეთ და წარმატებით განვაგრძობთ მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრებს მხარდაჭერის გასაზრდელად; უკვე დაიწყო მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა ახალგაზრდებთან, პროფესიულ წრეებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან; დამატებით დროში პირადად შევხვდებით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს და ვესაუბრებით ჩვენს გეგმებსა და ინიციატივებზე; პრაქტიკულად გადაწყვეტილია მომავალი მერის მოადგილის საკითხიც, სადაც ქალის კანდიდატურას განვიხილავთ; გამარჯვების შემდეგ, ასევე, ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოელ პროფესიონალ საჯარო მოხელესთან, ვინც დღეს არის დასაქმებული მერიაში…” წერს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, მეორე ტურში ოზურგეთში ერთმანეთს არჩილ თალაკვაძის ძმა და მოქმედი მერი – კონსტანტინე შარაშენიძე დაუპირისპირდებიან.

წყარო მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share