საქართველოში პური გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის გაძვირება ფქვილზე ფასის ზრდამ გამოიწვია. სექტემბრის თვეში ერთი ტომარა ფქვილი 61 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 70 ლარია. ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ პურპროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია. მათი განმარტებით, საქართველო იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, რის გამოც მსოფლიო ბაზრის ტანდენციების გათვალისწინებაც გვიწევს.
წინა სამ თვესთან შედარებით ფასი გაძვირებულია დაახლოებით 8 ლარით. ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის. ეს გფანპირობებულია იმით, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ადგილობრივი ხორბალი არ გვაქვს, გვაქვს 10% მთლიანი მოხმარების, შესაბამისად, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და მსოფლიო ბაზრების ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული. ეს გადადის პურის ფასში. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ პურში მარტო ფქვილის ფასი არ არის განსაზღვრული, იქ არის ასევე, ზეთი, აგრეთვე საფუარი, აგრეთვე მარილი, იმპორტირებულია ყველა თავისთავად, ცხადია. ვიცით, რომ ეს პროდუქტებიც გაძვირებულია, – ამბობს დარგის ექსპრეტი.