საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 11.9% შეადგინა.
მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პრცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 3.0 პროცენტული პუნქტით. ქვეყნის მასშტაბით დასაქმების დონეც 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
2020 წლის მესამე კვარტალაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში დაქირავებულთა წილი 49.5%-ია და 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თვითდასაქმებულთა წილი კი 50.5%.
უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთამ შედარებით გაცილებით დაბალია. საქალაქო დასახლებებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 2.2 პროცენტული პუნქტით, სასოფლო დასახლებებში კი 0.8 პროცენტული პუქტით წინა წლის ანალოგიურად პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში აღნიშნული მაჩვენებელი 0.8%-ით შემცირდა, ხოლო კაცებში 2.0%-ით გაიზარდა.
აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით კი კაცებში უფრო მაღალია. 2020 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9%-ს, ხოლო კაცებში 72.2%-ს შეადგენდა.
საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით.