მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო – ამის შესახებ განცხადება, უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, იულია ტიმოშენკომ, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩაწერილ მიმართვაში გააკეთა.
“მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.” – აცხადებს ტიმოშენკო.