“იას უთხარით, ტურფასა,/ მოვა და შეგჭამს ჭიაო./ მაგრე მოხდენით, ლამაზო,/ თავი რომ აგიღიაო!/ შენ თუ გგონია სიცოცხლე/ სამოთხის კარი ღიაო,/ ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,/ მოსვლაში არა ყრიაო./ ნუ ნახავს მზესა, ინანებს!/ განა სულ მუდამ მზეაო!/ მიწავ, შენ გებარებოდეს/ ეს ჩემი ტურფა იაო,/ შენ უპატრონე, ემშობლე,/ როგორაც შენი ზნეაო”, – ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის, გულქანის მოგონებების მიხედვით, პოეტმა ლექსით ამ ქვეყნიდან თავისი დიდი სიყვარული, კეკე გააცილა… კეკეს, ანუ ეკატერინეს გვარად დღემდე ნებიერიძეა ცნობილი,
არჩილ ღიბრაძე, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მკვლევარი:
– საქართველოში ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე და ისინიც, ვინც ამის შ
ესახებ ინფორმაციას ფლობენ, ეკატერინეს გვარად ნებიერიძეს ასახელებენ. ეს გვარი არასწორად პოეტის ცნობილი მკვლევრის, სოლომონ ყუბანეიშვილის უნებლიე შეცდომის გამო გავრცელდა, ვინც თავის მხრივ, როგორც ვაჟას ბიოგრაფიის მკვლევარმა, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე გასწია. ვაჟას ბიოგრაფიული მასალების მრავალწლიანი კვლევის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკატერინე გვარად არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლდათ. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის უკანონო შვილი იყო და დედის გვარზე იწერებოდა, რაც ცენტრალურ არქივში დაცული გორის რაიონის სოფელ ოთარაშენის, ოთარ ამილახვრის სასახლის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1865 წლის საეკლესიო წიგნში დაცული ჩანაწერით დასტურდება. ეკატერინეს დედა – ანა ნებალაძე იყო. შესაბამისად, ნებალაძე გახლდათ მისი ქალიშვილის გვარიც. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის 1886 წლის ჩანაწერი ვაჟას უფროსი შვილის, თამარის დაბადების შესახებ. ჩარგლის ეკლესიის ჩანაწერში განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია – ასო-ბგერა “ა” შეცვლილია ასო-ბგერა – “ე”-თი.
ნაადრევად გათხოვილმა და დაქვრივებულმა კეკემ თავი კვლავ ამილახვრების სახლს შეაფარა. მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა.
მსგავსი სტატიები
- 72
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 66
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
- 64
1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში მყოფ სულთან კრიმ-გირეის გურულებმა საკუთარი მოთხოვნები, ე. წ. ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. მთავრობამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი მიავლინა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებული გახდა 1905 წლის ივლისში უკანვე გაეწვია. იმავე წლის ოქტომბერში საყოველთაო გაფიცვა რუსეთში გახდა შეიარაღებული აჯანყების დაწყების ნიშანი. 11 ოქტომბერს სუფსისა…
- 64
ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…