პრემიერ ღარიბაშვილს ამბიციური გეგმები აქვს და კობა ნაყოფიასთვის და ანზორ მელიასთვის არ სცალია – ამის შესახებ მან ცაგერში, ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის, არც ანზორ მელიასთავის. მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად. მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ” ,- თქვა პრემიერმინისტრმა.