“ქართული ოცნება” ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ამომრჩევლებს ფულს ურიგებს. ავტომშენებლის ქუჩაზე სპეციალური შტაბია გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და პირადობის მოწმობის ჩაბარების სანაცვლოდ, 50 ლარი მიიღოს.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მასობრივი მოსყდივის შესახებ მედიისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე თანხების გაცემა დროებით შეწყვიტეს. იქ მყოფი ადამიანი შენობაში ჩაიკეტნენ და ამ დროისთვის შტაბში არავის უშვებენ.
წყარომ მმართველი გუნდიდან “მთავარ არხს” უთხრა, რომ ჩამორთემული პირადობებით ოცნების აქტივისტები ხვალ ე.წ. კარუსელს დაატრიალებენ. უფრო კონკრეტულად, იმ მოქალაქეების ნაცვლად, რომლებმაც პირადობები ჩააბარეს, საარჩევნო უბნებზე თავად მივლენ და ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ.
წყაროს ცნობით, ქუთაისში მსგავსი 10-მდე შტაბია გახსნილი. მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ პირადობის მოწმობებს 24 საათში, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაუბრუნებენ.