ამერიკული კომპანიის Moderna-ს წარმოებული COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზა 25-დან 37-დოლარამდე ეღირება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფან ბანსელმა Die Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბანსელის თანახმად კომპანია არ არის დაინტერესებული მაქსიმალური მოგებით და თვლის, რომ ვაქცინის ეს ფასი, იმის გათვალისწინებით, თუ რა უჯდება ჯანდაცვის სისტემას მძიმე ავადმყოფების მკურნალობა, სამართლიანია.
სხვადასხვა შემთხვევაში ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება მყიდველის შეკვეთის ზომაზე.
Moderna-ს ხელმძღვანელთან ინტერვიუს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, COVID-19-ის რუსული ვაქცინის Sputnik V-ს მწარმოებელმა, გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინის ფასი გაცილებით უფრო დაბალი იქნება, დაახლოებით 18 დოლარი. Sputnik V-ს ზუსტი ფასი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად.
მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.
Sputnik V-ის მწარმოებელი ამბობს, რომ რუსული ვაქცინა 92%-ითაა ეფექტიანი.
მსგავსი სტატიები
- 61
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 57
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
- 53
აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის ბიოტექნოლოგიების კომპანია – BioNTech-ის წარმომადგენლების განცხადებით, მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. კვლევის შედეგებმა საერთაშორისო საზოგადოებაში პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა. კერძოდ, ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვის შესახებ Pfizer-თან და BioNTech-თან შეთანხმება უკვე დადო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის…
- 52
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…