“მოხსნილი პირობითები, დარიგებული ნარკოტიკები, სახე დაკარგული აგიტატორები”-რა ღირს “ოცნების” 55.4%

უზარმაზარი სამთავრობო და ფულადი რესურსი, მოსყიდვა,შანტაჟი, მუქარა,გაყალბება და ამ ყველაფერში აღებული 55,4%..ეს არის საპირწონე იმ უპირობო ერთგულების და ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანებისა, რომლითაც კოტე შარაშენიძემ 44,6% აიღო. ამის შესახებ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის და, თიკო შარაშენიძე  წერს:

“ასე გადანაწილდა პროცენტები ოზურგეთში⬇️

55,4% – პარტიული რესურსი, სამთავრობო რესურსი(პრემიერის ჩამოსვლა და სამარცხვინო გამოსვლა), მაჟორიტარი ბიზნესმენის დიდი ფული, ზოგადად ოზურგეთიდან დაფრთიანებული ბიზნესმენების უფრო დიდი ფული, სხვადასხვა ქალაქებიდან და კონტინენტებიდან ჩამოსხმული ბოროტი ძალები, ქურდული სამყარო, პატიმრების ნაცემ-დაშინებული ოჯახები, ვაი სპორტსმენები, შუბლის ძარღვ გაწყვეტილი უბნებთან მოდარაჯე ბიცოლები, გაყალბების მასტერები, სომხური კარუსელები, გაბათილებული ბიულეტინები, მოსყიდული ნაცები და გახარიები(ერთეული გამონაკლისების გარდა), ფეიკ პლაკატები, ფეიკ ნიუსები, ტროლები და ბოტები, ნაყიდი რეპორტაჟები, მეკარის გარეშე გატანილი გოლები გადაცემებში (დებატები ვერ გარისკეს), მაცივრები(რომელშიც აწი რას შეაწყობენ ეგაა საკითხავი:)) ), წყლის რეზერვუარები, 2 კილო კარტოფილი(ასეთებიც იყო), სხვადასხვა ქრთამ/საჩუქრები, ტერორი, დაშინება, მუქარა, გაყიდული მღვდლები(საბედნიეროდ მხოლოდ ერთეული შემთხვევები), დაბრუნებული მართვის მოწმობები, ჩამოწერილი ჯარიმები, მოხსნილი პირობითები, დარიგებული ნარკოტიკები, სახე დაკარგული და ჯიბე გასქელებული აგიტატორები( საკითხავია რამდენ ხანს ეყოფათ), 1 დღით დალომბარდებული პირადობები, ორი ერთში კანდიდატი და ბოლოს თითქოსდა ჩემგან შევიწროვებული ალიონა:))))

44.6% -უანგარო სიყვარული, უპირობო ერთგულება, ნაკეთები საქმეები, უპარტიო კანდიდატი, ენთუზიაზმით მომუშავე თითზე ჩამოსათვლელი კოორდინატორები და ჩვენი ჰიმნი ოზურგეთს💙

დიდი მადლობა ჩვენო ოზურგეთლებო, ჩვენ სიყვარულს და ერთგულებას არ დაგივიწყებთ.” – წერს თიკო შარაშენიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share