“სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება…მას 20 კილოზე მეტი აქვს დაკლებული…უკიდურესად სჭირდება კლინიკაში გადაყვანა”-ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წინა შეხვედრასთან შედარებით კიდევ უფრო მძიმეა, თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს:

„უბრალოდ ლოდინი, კიდევ უფრო მეტად როდის დამძიმდება ადამიანის მდგომარეობა, ძალიან არასწორია. ეს დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მოიპარეს, რაც ძალიან მტკივნეული და უსამართლოა. ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“.-იასკო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა შიმშილობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share