ვადამდელი არჩევნები კი არა, კაპიტულაცია მოუწევს „ოცნებას“ და თან ძალიან მალე, ისეთ პერიოდში შევდივართ, – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, მთელი ოპოზიცია, ყველა, ვისაც რეალურად შესტკივა გული, ერთად უნდა დადგეს.
„9 წელი “ბუათი” მხოლოდ იმიტომ გვაშინებს „ქართული ოცნება“ , რომ არც ქვეყნის მართვა იცის და არც სიკეთის კეთება.
აბა ახლა ვინმეს სჯერა, რომ თურნავა დღეს ღამე ნახავს სიზმარში, როგორ ააწყობს ქვეყნის ეკონომიკას 2024 წლამდე, თუ დავითაშვილს ექნება ზმანება სოფლის მეურნეობაზე?! ან თუ ღარიბაშვილმა, რომელიც მეორედაა პრემიერი, ეს ყველაფერი იცოდა და გვიმალავს, მაშინ დასაჭერი ყოფილა სამსახურებრივი გულგრილობისთვის.
ვადამდელი არჩევნები კი არა, კაპიტულაცია მოუწევს „ოცნებას“ და თან ძალიან მალე, ისეთ პერიოდში შევდივართ. ოღონდ ამისთვის მთელი ოპოზიცია, ყველა, ვისაც რეალურად შესტკივა გული, ერთად უნდა დადგეს და მერე მუხტიც იქნება და ხალხიც“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.