ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, კორონა ჩვენ არ მოგვშორდება, სულ იქნება – იმნაძე

“სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება, ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება. დიდი ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება, იმიტომ რომ ასეთი ტემპით თუ ავიცრებით, სულ იქნება ეს კორონა.

აქედან გამომდინარე, ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. სამწუხაროდ ხედავთ, რომ დაკლებაც, რომ არის იკლებს რაზე – 2000-3000-მდე ჩამოდის, არა ისე როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე, გასაგებია იმიტომ, რომ შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს.   ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, იქ ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს არის დიდი განსხვავება”

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share