ისრაელში “ქართული მაფიის ბოსი” 20 წლის შვილთან ერთად ჩაცხრილეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ უცნობმა პირმა 53 წლის შუმ ისაკოვსა და მის ვაჟს 20 ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კი კრიმინალურ შურისძიება განიხილება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვადაციის მცდელობასთან.
წყარო მთავარი