“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება თბილისის მერიის კომპანიას 2020 წელს 103,850 ლარი დაუჯდა, წელს დამატებით – 64,000 ლარი.
2021 წელს, დამატებით 36,000 ლარი საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე დაიხარჯება, 107,000 ლარი კი საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელზე.
ნაძვის ხე თბილისის მერიამ 2019 წელს შეიძინა და ეს შენაძენი, ქუჩების მორთვასთან ერთად, ჯამში რეკორდული 3.17 მილიონი დაგვიჯდა.
2020 წელს მაინც საჭირო გახდა დამატებით 616 ათასის გადახდა საახალწლო გირლიანდებში, განათებებსა და ნაძვის ხის ახალ ტოტებში.
2017-2021 წლებში მხოლოდ საახალწლო განათებებში თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.