ფოტოგრაფისთვის ყველაზე საინტერესო და რთული ობიექტი — ადამიანია. ამის მიზეზი კი, ფოტოს «რეალისტურობა» არის. იმისთვის, რომ ფოტო ნამდვილად მიმზიდველი გამოვიდეს, ფოტოგრაფმა მოდელი უნდა «შეისწავლოს», — ამოხსნას მისი გამოცანა… აქ ისეთი პორტრეტებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც უფრო მეტს გვიჩვენებს, ვიდრე, ადამიანის სახეს, უბრალოდ. არის პორტრეტები, რომლებიც ჩვენში «იხედებიან» და საკუთარი მზერით გვნუსხავენ… ზოგიერთი ფოტო კი, საერთოდ, შავ–თეთრია. მაგრამ, იმიტომ არა, რომ ის გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. უბრალოდ, ისეთი პორტრეტებიც არსებობს, რომლებსაც შთაბეჭდილების მოსახდენად, ფერი არ სჭირდება…
intermedia.ge