„გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლბა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰიქმედ აჯიევმა განაცხადა.
„სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას. საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. მაგალითად, ამ დრომდე ღიად რჩება მსგავსი საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ხოლო იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას. დიალოგის გზით ჩვენ იმედი გვაქვს, გადავჭრით ამ საკითხს მეგობრულად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. გავხსნით კიდევ ერთ ახალ თავს ორმხივ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასაც,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა.
ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით 2 პირი დააკავა.
ორივე დაკავებულს პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდა. საქმე 308 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.