აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსენის, შესახებ თბილისის მერის კომენტარს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ორი პირი ერთმანეთს შეხვდება.
ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს.
იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაზე ის მოახერხებს და შეძლებენ შეხვედრას, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და შეძლებენ თანამშრომლობას – განაცხადა კელი დეგნანმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსენზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ,,თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა”. თუმცა, მოგვიანებით, აღნიშნა, რომ აღნიშნული კომენტარი მიზნად შეურაცხყოფას არ ისახავდა და მისთვის გაუგებარი იყო ასეთი პოზიცია.
ჩემი ფაქტიც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან “მრჩევლის მოადგილე”, რომ მე არ ვიცოდი. შეურაცხყოფა მე არავისთვის მიმიყენებია – განაცხადა კალაძემ.