იუსტიციის სამინისტრო: ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ. ვაუჩერის ღირებულება 25 ლარია და მისი გამოყენება ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი.

მშობლები ვაუჩერებს 15 დეკემბრიდან მიიღებენ.

უწყების ცნობით, ამ გზით პროექტი “კეთილი იყოს შენი მობრძანება”, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლებს ფასდაკლების ბარათებსაც გადასცემენ:

“სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, “მნიშვნელოვნად უმჯობესდება” სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტიც.

“სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ”, – ამბობენ უწყებაში.

სამინსიტროს ცნობით, პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს და ამიერიდან ის წლიურად 50 000 ადამიანს შეეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 52
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 45
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და
  • 44
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 41
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და