საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევა დადასტურდა

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 144 შემთხვევა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share