სოციალურ ქსელში ბაჩანა მელაშვილი ავრცელებს ვიდეოს, ის ამბობს, რომ 4 ქართველი ალმაატშია დარჩენილი, მელაშვილის იმფორმაციით, 9 იანვარს უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა რეისები გადადებულია, აეროპორტი კი დახურული.
ბიჭი ყვება, რომ აქვთ საკვების პრობლემაც, ვერ ახერხებენ გარეთ გასვლას, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება.
“გავიჭედეთ ოთხი ადამიანი აქეთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ვინმემ თუ იცით ვის შეიძლება დავეკონტაქტოთ ან საქართველოში, ან აქ, ვინმეს თუ ვინმე გყავთ, იმიტომ, რომ მაღაზიებში არაფერი არ იყო, ვერაფერი ვიყიდეთ, საკვების პონტშიც ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ერთი სიტყვით, ძალიან გვიჭირს ყველანაირად, გარეთაც ვერ გავდივართ, აქ სროლებია, ხალხს ხოცავენ გარეთ, ვერაფერს ვერ ვახერხებთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ რამენაირად, რომ დაგვეხმაროთ, ან გვითხრათ, ვინმეზე, რომ გყავთ აქ ალმაატაში ახლობელი, შინაური, ვისაც შეიძლება ცოტა ხნით შევეფაროთ, ან საკვებით დაგვეხმაროს, ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ” – ამბობს მელაშვილი.
https://cnews.ge/