ბელორუსული გეოპოლიტიკური ტესტი დასავლეთმა ჩააგდო. უკრაინაში ჯერ ბუნდოვანებაა. ახლა ყაზახეთიც დაემატა – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ის წერს, რომ თუ დასავლეთი უკრაინა/ ყაზახეთთან დაკავშირებულ “ტესტსაც ვერ ჩააბარებს”, მაშინ, გამოდის, რომ ევრაზიის კონტინენტზე, ევროკავშირს მიღმა, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა.
ნიკა გვარამია სომხეთის პრემიერის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს. რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის.
“ბელორუსული გეოპოლიტიკური ტესტი დასავლეთმა ჩააგდო. უკრაინაში ჯერ ბუნდოვანებაა. ახლა ყაზახეთიც დაემატა.
თუ უკრაინის და ყაზახეთის ტესტებს ჩააგდებს, გამოდის, რომ ევრაზიის კონტინენტზე, ევროკავშირს მიღმა, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და მას რუსეთის მძევლობა ქვია.
ps სომხეთი ყოფილა ოდკბ-ს მმართველი ქვეყანა. ხოდა, კაცი რომ გვეგონა, იმ ფაშინიანმა ოდკბ-ს სახელით ყაზახეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება გამოაქვეყნა. ბედის უმწარესი ირონია”,- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან დაიწყო და მალევე სხვადასხვა ქალაქები მოიცვა. მოქალაქეები გაზსა და საწვავზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ. ყაზახეთში 5 იანვარს მთავრობა გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არეულობისა და შეტაკებების დროს 8 პოლიციელი დაიღუპა, მშვიდობიან მოქალაქეებზე კი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქვეყანაში პროტესტი გრძელდება.