“ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, OPM29 2000, ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება და ერთგულება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს მან უმასპინძლა ჩვენს კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით.
მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობა გაეცნო ჩვენი ჯგუფისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა”, – წერია მიმართვაში.
სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.
ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.