“ომიკრონი” შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ-კულუმბეგოვი

“ომიკრონი” შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ, – ამის შესახებ იმუნოლოგი, ჯანდაცვის ექსპერტი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

კულმბეგოვი მოქალაქეებს, აცრისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

“ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ”, – წერს კულბეგოვი “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად “ომიკრონის” 600 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების 10% „ომიკრონის“ შტამია.

გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share