ოზურგეთში მეორე დღეა, გადაუღებლად თოვს. უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, როგორც სოფლის შიდა, ასევე ცენტრალურ გზებზეც.მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით,აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ბევრ სოფელში ტექნიკა ჯერ ისევ არ მისულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე:
“სანამ თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს არ აღემატებოდა მოგეცათ ლხენა, ოზურგეთის მერია სოფელ-სოფელ ახრიგინებდა ტრაქტორებს და ფოტო ფოტოზე ავრცელებდნენ იმის დასტურად როგორ კარგად იმუშავეს, სამაგიეროდ, დღეს დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აბსოლიტურად ყველა სოფელი პარალიზებულია, ასევე სოფლების უმეტესობას არც ელ. ენერგია მიეწოდება და სამწუხაროდ ამბის მომკითხავიც აღარავინ არის.” – წერს დავით მჟავანაძე.