რაგბის კავშირი უარყოფს ინფორმაციას, რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მინისტრ წულუკიანის მოთხოვნით დაიწყო და საკადრო წმენდის მიზეზად “ორგანიზაციის ოპტიმიზაციას” ასახელებს.
მათი მტკიცებით, კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ.
“…რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ” – ნათქვამია განცხადებაში.