კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა წუთისოფელმა.
58 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ გივის ძე ქარჩავა.
ცნობილი ფოლკლორისტის, დომენტი ქარჩავას შვილიშვილი.
ზურაბი იყო დიდი სიყვარულის მატარებელი ადამიანი. ცნობილი თავისი იუმორით და ენამოსწრებულობით, ფეხბურთის უზომოდ მოყვარული კაცი.
როგორც გურულებს სჩვევიათ, მის სავაჭრო ობიექტთან ირჩეოდა ქვეყნის ბედ-იღბალი, წავიდა და დატოვა დიდი სიყვარული და სინანული, ოჯახის წევრების, მეგობრების და მეზობლების გულში.
სულ მცირე კონტაქტიც კი საკმარისი იყო მასთან, რომ შენზე უდიდესი ადამიანური შთაბეჭდილება დაეტოვებინა.
გამორჩეული და პიროვნული ღირსების თვალსაჩინო მაგალითი იყო, სწორედ მისი ამ თვისებების გამო არ დაგვავიწყდება ის არასოდეს მის მეგობრებს, მეზობლებსა თუ ნაცნობებს.
ვუთანაგრძნობთ ოჯახს.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ
მეგობრები