ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა დონბასში, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან სროლის შედეგად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა.
“მტრის მოქმედების შედეგად დაშავდა გაერთიანებული ძალების ერთი ჯარისკაცი. ჯარისკაცი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსი ოკუპანტების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძეც.