ჩვენ როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მიხეილ სააკაშვილის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას:
“ჩვენ როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.” განაცხადა კელი დეგნანმა.
მან “ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდა, გაითვალისწინოს ომბუდსმენის რეკომენდაციები.