„მგონია, რომ უკვე საკმარისია მიხეილ სააკაშვილზე საუბარი“ – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმაჟურნალისტებთან განაცხადა.
„მგონია, რომ უკვე საკმარისია მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. ალბათ, უკვე დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მიხეილ სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები. ის არის პატიმარი. პატიმარს აქვს თავისი უფლებები. შეიძლება, ჰქონდეს რთული მომენტებიც, რაც თავისუფლებაზე მყოფი ადამიანისთვის ხანდახან გაუგებარიც შეიძლება იყოს. მისი უფლებები არის დაცული, რაც ყველაზე მთავარია. ის არის ჯანმრთელად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დანარჩენს, რა თქმა უნდა, იტყვის დამოუკიდებელი სასამართლო. ის ჩემთვის პირადად არავითარ პოლიტიკურ და არანაირ სხვა ტიპის ინტერესს არ წარმოადგენს“,– აღნიშნა წულუკიანმა.