ზურაბიშვილმა სალონი გახსნა და საჭორაოდ ყავაზე ეპატიჟება ხალხს – სანიკიძე პრეზიდენტზე

”სალომე ზურაბიშვილმა სალონი გახსნა და ყავაზე ეპატიჟება ხალხს. სალომე რისი გამკეთებელია, ამათი გამკვირვებია, რომ ნებისმიერ რამეს რომ იტყვის ზურაბიშვილი და ეს ოპოზიცია პეპლებივით, რომ მირბიან მასთან. მერე გამოდიან გულნატკენები. გაანებეთ ამ სალომეს თავი კაცო. ყავის სმაზე ეპატიჟება იქ ხალხს და ჭორაობს. თუ ვინმეს ჭორიკნობის დრო აქვს იარონ. ეს ქალი არაფრის გამკეთებელი არაა, ტურისტად არის ჩამოსული საქართველოში. სალომე ზურაბიშვილი არის კლასიკური მაგალითი ქართული უხერხემლო ემიგრაციის, რომლებიც აქ ჭამდნენ ერთმანეთს და ბოლშევიკებს გაქცეულები მერე იქ ჭამდნენ. კლასიკური წინაპრები ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის. არ ამოდის მაგ ქალთან ბალახი რა. არაფერი მაგასთან არ გადაწყდება ” –  აღნიშნულის შესახებ, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share