ფოთელი სამართალდამცველები უმძიმეს საქმეს იძიებენ. პოლიციის მთავარი მოწმე და ერთ-ერთი თვითმხილველი ხელოსანია, რომელმაც საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვა. ჩვილის დედა დაკავებულია, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვის დაღუპვის მიზეზი.
ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, მშობლები კი რომლებიც საზარელი ფაქტის დამალვას შეეცადნენ, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ. თუმცა არ არის გამორიცხული, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის ჩვენებაზე დაყრდნობით გამოძიებამ მუშაობა სხვა მიმართულებითაც დაიწყოს.
მთავარი არხი