“დღეს არის გადამწყვეტი მომენტი…ძლიერს შეუძლია იყოს პატიოსანი და მამაცი” – უკრაინის 3 პრეზიდენტი

უკრაინის სამი პრეზიდენტი – ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან და უკრაინის დაცვის დაპირებებს ახსენებენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ თითქმის 30 წლის წინ, ხუთმა ბირთვულმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ პატივს სცემდა უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სამი პრეზიდენტი მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს საყვედურობს, რომ საკმარისად მკაფიო არ არის განცხადებები, რომელიც წინასაომარ ვითარებაში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად ისმის:

„რა გვესმის ამგვარ ქმედებებზე შეთანხმების მხარეთაგან? მხოლოდ მოწოდებები მათმა მოქალაქეებმა და დიპლომატებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა, მხოლოდ შემზარავი გაფრთხილებები შემოჭრის შესახებ, თუ დღეს არა, ხვალ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და დათესა პანიკა მოსახლეობაში. მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება აგრესორს, რომ ის გადაიხდის გარკვეულ “საფასურს”(რომელიც, არ მოიცავს Nord Stream 2-ს და SWIFT-ს). ეს ყველაფერია?” ნათქვამია პირველი, მეორე და მესამე პრეზიდენტების მიმართვაში.

მათ ასევე გაიხსენეს, რომ 1994 წელს ბირთვული ხელმომწერების რიტორიკა სულ სხვა იყო, უკრაინას სჯეროდა ამ რიტორიკის, ერთ-ერთი ქვეყნის კერძო დათქმის მიუხედავად: ”ჩვენ გვჯეროდა მაშინ, თუმცა იმავე 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა ხელმომწერმა პირად საუბარში სამწუხაროდ გააფრთხილა: თქვენ ხართ მოტყუებული“.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტები კვლავ იმედოვნებენ, რომ ქვეყნები, დაამტკიცებენ, რომ მემორანდუმი არ იყო სისულელე:

„დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია დაამტკიცოთ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ იყო მხოლოდ ტყუილი. ძლიერს შეუძლია იყოს პატიოსანი და მამაცი.

ძალა არა მხოლოდ იმაშია, რომ დაემუქროს მათ, ვინც უფრო სუსტია, არამედ საკუთარი სიტყვის შესრულების უნარშიც. ასე რომ, დაამტკიცე შენი ნამდვილი ძალა. მართლა დაეხმარე მათ, ვინც ოდესღაც დაგიჯერა. საბოლოოდ გადადგით ის ნაბიჯები, რომლებიც აგრესორს შეაჩერებს და არ გააძლიერებს მის დაუსჯელობის რწმენას, თქვით სიტყვები, რომლებიც მას დააფიქრებს…” ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ უკრაინასთან ერთად, ახლა მსოფლიოს ბედიც საფრთხეშია – “მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი საფრთხეშია. გააცნობიერეთ ეს. ძალაა აიღო პასუხისმგებლობა და გაბედო” – ნათქვამია სამი პრეზიდენტის ერთობლივ მიმართვაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share