“ეს ის ყვეყანაა, სადაც _ უმუშევარი მშობლები მშიერ შვილებს ტირილით აძინებენ”

“ეს ის ქვეყანაა, სადაც _ რაც უფრო მაღალი მანქანით დადიხარ, უფრო მაგარი ტიპი გონიათ თავი,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ადამიანობაზე ძვირი ვალუტა _ფულია.
ეს ის ქვეყანაა, სადაც ათასი უღიმღამო კორპუსი შენდება და გრძნობები ინგრევიან.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _”ორი სიტყვით” ტიპები ილიაზე პოპულარული პერსონები ხდებიან,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ლექსებზე და შემოქმედებაზე მეტად
ვიზუალს აფასებენ,
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ქუჩის ძაღლები და მათხოვრები ერთნაირად კვდებიან.
ეს ის ყვეყანაა, სადაც _ უმუშევარი მშობლები მშიერ შვილებს
ტირილით აძინებენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ თავისი არა აქვს და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ეს ის ქვეყანაა, სადაც სხვისი წამატება, თვეობით დეპრესიის მიზეზი ხდება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ბანკის ვალების გამო, წიგნის გამყიდველი სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს შუა ბაზრობაზე.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ მესამე ჭიქაში ყველას უყვარს თავისი ქვეყანა და
შუა ქუჩაში სიგარეტის ნამწვავებს და სადღეგრძელოს მერე ერთჯერად ჭიქებს ყრიან.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ მთავრობები იცვლება და არაფერი არ იცვლება.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ყველა სიმართლეს ლაპარაკობს, შესაბამისად არავინ არ ტყუის.
ეს ის ქვეყანაა, სადაც პარლამენტარების შვილები სახლში მოსვლის დროს მშობლებს სათამაშოებს და ტკბილეულებს აბარებენ,
ხოლო მეშახტეების შვილები, უბრალოდ თხოვენ, რომ სახლში დაბრუნდნენ მშობლები.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ენის და ნაბიჯის გაჩერება ვერ ვისწავლეთ არა თუ მანქანების.
ეს ის ქვეყანაა, სადაც _ ყოველ ახალ წელს ისმის კითხვა, –
“რა გითხრათ, რით გაგახაროთ.”
ალექსანდრე შურღაია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share