ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მათ ქვეყნებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას უკრაინაში სტაბილურობის დასაცავად და მდგრადობის გასაძლიერებლად, ასევე, დემოკრატიის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე.

“ჩვენ ვიმეორებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს თავისი უსაფრთხოების საშუალებები, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებები და არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ევროპის რომელიმე ნაწილი განიხილოს თავის გავლენის სფეროდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნები იმუშავებენ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის მიმართ კოორდინაციაზე, გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების და დეზინფორმაციის წინააღდეგ თანამშრომლობის გაზრდაზე.

“გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის გვერდით დგომას რუსული აგრესიის ფონზე და სრულად მზად არიან დაუდგნენ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში” – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ პოლონეთმა, ბრიტანეთმა და უკრაინამ ახალი ალიანსი ოფიციალურად დააფუძნეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share