ე.წ. ბოევიკებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა „ბოევიკებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 84-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ www.unn.com.ua იუწყება.

ცეცხლი „სჩასტიეს“ და მარიუპოლის მიმართულებით გაიხსნა.  გამოყენებული იყო 122 მმ-იანი არტილერია და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. ეს შეიარაღება მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ორი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა.

ასევე დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატის „ორლან-10“-ის გადაფრენის ფაქტი, რომელმაც დაპირისპირების ხაზი გადაკვეთა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share