“რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

როგორ პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განმარტა, რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ დაჯდება იქამდე, სანამ მას ამას არ აიძულებენ.

ამ დრომდე კი ის უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას და თავისი მიზნების განხორციელებას შეეცდება.

“ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია ახლა არ მოდის არანაირ მოლაპარაკებაზე და არც წამოვა. მათ მიიღეს თავისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება და შეეცდებიან ელვის უსწრაფესად გაითამაშონ ბოლომდე ეს გადაწყვეტილება, იქამდე სანამ მათ არ აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა და დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ისინი ამ დროის განმავლობაში შეეცდებიან ჩვენთვის მაქსიმალური ზიანის მოყენებას და მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს“, – განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share