შავ ზღვაში რუსულმა ფლოტმა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„შავი ზღვის წყლებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “მეგობრულმა ცეცხლმა” საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო” – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციაში.