რამდენიმე საათის წინ ჰაკერულმა დაჯგუფება “ანონიმუსმა” სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი პუტინს მიმართავენ და აფრთხილებენ:
“გამარჯობა მსოფლიო მოქალაქეები, ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან. ბატონო პუტინ, აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ლტოლვილები გარბიან და მოქალაქეები იძულებულია არიან უკრაინის ხელისუფლების დავალებით იარაღი აიღონ ხელში.
ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყველა გაგებით და ამის გამჩაღებელი თქვენ ხართ. მთელი მსოფლიო ხედავს თქვენი პროპაგანდის მიზანს, ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს.
ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში წინა შეჭრა აჩვენებს თქვენს სტრატეგიას, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ”,- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.