“სად არიან ისინი, ვინც კიევის 2 საათში აღების პირობას დებდა?”

სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის 2 საათში აღების პირობა დებდა? სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ, მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს , – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„სამაგიეროდ, ვხედავ გმირ არმიას, უშიშარ მესაზღვრეებს, თავდაუზოგავ მაშველებს, სანდო პოლიციელები, დაუღალავ მედიკოსებს, ყველას, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას, ვხედავ ათასობით მოქალაქეს, რომელმაც იარაღი აიღო, შეუერთდა ტერიტორიული თავდაცვის რიგებს და იბრძვის შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის, სახელმწიფოსთვის,“- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოცდაა.

„ყველა გხედავს, მთელი მსოფლიო! წინ კიდევ ბევრი გამოცდაა. მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი გამარჯვების“, – წერს რეზნიკოვი.

”ყოველ საათში უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ასეთი არმია ევროპაში არსად არ არსებობს და რომ ევროპა არასოდეს იქნება უსაფრთხო ამ არმიისა და ჩვენი ხალხის გარეშე. ევროპა უბრალოდ არ იარსებებს ჩვენს გარეშე. ამიტომ დახმარება უკვე შემოდის, რაც სამი დღის წინ შეუძლებელი იყო. სიბნელე უკან დაიხევს, განთიადი ახლოსაა. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელ გმირებს!“ – აღნიშნა მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share