სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქის ქალაქი ახალი კახოვკა რუსმა ძალებმა აიღეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის მერმა ვოლოდიმირ კოვალენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტი და უკრაინის დროშები ყველა შენობიდან ჩამოხსნეს.
ახალი კახოვკა პატარა ქალაქია, თუმცა სტრატეგიულად განლაგებულია მდინარე დნეპერზე, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს წყლის არხებით ამარაგებს.