დასავლური საზოგადოება, რომელსაც ჩემს ერთერთ გამოსვლაში „სიცრუის იმპერია” ვუწოდე, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების რეალიზებას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა
“დღეს რუსულ ეკონომიკურ, ფინანსურ საკითხებზე სალაპარაკოდ მოგიწვიეთ. მიხაილ ვლადიმიროვიჩთან [პრემიერ-მინისტრთან] ეს თემა უკვე განვიხილე. რა თქმა უნდა იმ სანქციებს ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთმა დაგვიწესა. ეს ის დასავლური საზოგადოებაა, რომელსაც ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში „სიცრუის იმპერია” ვუწოდე და რომელიც ამ სანქციების ჩვენს ქვეყნის წინააღმდეგ რეალიზებას ცდილობს”, – განაცხადა პუტინმა.