სავაჭრო გიგანტი – IKEA რუსეთში ყველა სამუშაო პროცესს აჩერებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. აღნიშნულის შესახებ IKEA-ს პრესსამსახური იტყობინება.
„ომმა უკვე დიდი გავლენა მოახდინა ადამიანებზე. ამან ასევე სერიოზული დარღვევები გამოავლინა საქონლის მიწოდებისა და ვაჭრობის კუთხით. ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე, კომპანიის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს IKEA-ს მოღვაწეობა რუსეთში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გარდა ამისა, IKEA მუშაობს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს ომის შედეგად დაზარალებულებს. კერძოდ, ფონდმა „ინგკა“ დღეს განაცხადა 20 მილიონი ევროს შეწირვის შესახებ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ვინც იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
kvira.ge