ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის და არც პუტინი გაჩერდება მხოლოდ უკრაინით.
ნაუსედა ღიად ამბობს, ახლა ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის მაქსიმალური დახმარებაა.
“შეკავების პოლიტიკა საკმარისი აღარ არის. დაცვა უნდა გავაძლიეროთ, რადგან შეიძლება მალე გვიანი აღმოჩნდეს. პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ეს ჩვენი კოლექტიური ვალია.
ამასთან, გმირ უკრაინელ ერს ყველა რესურსით უნდა დავეხმაროთ. როდესაც ვამბობ ყველა რესურსით, ვგულისხმობ მაქსიმალურ დახმარებას, თუ გვინდა რომ მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ”,- ამბობს გიტანას ნაუსედა, რომელიც დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკეს შეხვდა.