სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და პროტესტი საქართველოს ხელისუფლებას. დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ საქართველოს მოსახლეობას აქვს დაკავებული, რომლიც მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებულ აქციაზე შეიკრიბნენ.
ქართველი ხალხი 3 მოთხოვნის გარშემო გაერთიანდა – დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, აიკრძალოს პუტინისტური მედია და დაიკეტოს საქართველოს საჰაერო სივრცე ოკუპანტი სახელმწიფოსთვის.
აქციები რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად უკვე თითქმის 1 კვირაა ყოველ საღამოს ტარდება.