სიმართლე, რომელსაც რუსული ჰქვია არ არსებობს…ნაცისტები არსებობენ მხოლოდ რუსეთში – პოდოლიაკი

“ჩვენ რუსებს სიმართლისთვის ვებრძვით…ნაცისტები არსებობენ, და ისინი მხოლოდ რუსეთში არიან, ჩვენ ყველა ფრონტზე ვიმარჯვებთ” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, რუსმა მაღალჩინოსნებმა თავადვე მოიგონეს უკრაინაში ფაშისტების არსებობის არარეალური ისტორია და ახლა უკვირთ, რატომ არავინ იზიარებს ამ მოსაზრებას რუსეთის გარდა.

“ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ რუს მაღალჩინოსნებს მართლა ჰგონიათ, რომ უკრაინაში ფაშისტებს ებრძვიან. ეს რაღაც არარეალური ისტორიაა, რომელიც თავად მოიგონეს და თავში ჩაინერგეს. აქედან გამომდინარე ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტებივით მოქმედებენ, ამ დრომდე ვერ გაუგიათ, რომ მათ ამ მოსაზრებას რუსეთის გარდა არავინ იზიარებს, რადგან რუსი ხალხი მსოფლიო საინფორმაციო სივრციდან გათიშეს.

გლობალურ ვაკუუმში არიან მოქცეულები და ყველამ უნა იცოდეს, ჩვენ რუსებს სიმართლისთვის ვებრძვით. ასევე იმისთვის, რომ დავამტკიცოთ სიმართლე რომელსაც რუსული ჰქვია არ არსებობს. ნაცისტები არსებობენ, და ისინი მხოლოდ რუსეთში არიან, ჩვენ ყველა ფრონტზე ვიმარჯვებთ” – ამბობს  მიხაილო პოდოლიაკი 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share